საქართველოს ბანკის უნივერსიტეტმა ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამებზე სწავლა დაიწყო

294

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტმა წელს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე 20 და სამაგისტრო პროგრამაზე ფინანსების მიმართულებით 48 სტუდენტი მიიღო. საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტების 70%-მა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა. საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის საბაკალავრო და მაგისტრატურის პროგრამის სტუდენტების საუკეთესო 10%-ი სრულიად უფასოდ ისწავლის.

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტმა წელს პირველად მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტები. ეს საბაკალავრო პროგრამა შეიქმნა სამაგისტრო პროგრამის საფუძველზე, რომელიც უკვე ოთხი წელია, რაც არსებობს და ფინანსების შესწავლით დაინტერსებულ სტუდენტებს საუკეთესო განათლების მიღებას სთავაზობს.

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში, სამაგისტორო პროგრამაზე წელს უკვე მეოთხე მიღებაა. საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის მაგისტრატურა ბიზნესის ადმინისტრირებაში 2 წლიანი პროგრამაა. ხსენებული პროგრამა სტუდენტებს არაერთ უპირატესობას სთავაზობს, მათ შორის: კარიერული წინსვლისა და უკეთესი პირობებით დასაქმების ხელშეწყობა; პრაქტიკისა და თეორიის საუკეთესო ბალანსი; კონტაქტების დამყარება წარმატებულ ადამიანებთან; დასავლური განათლების მიღების საშუალება საქართველოში; სრული დაფინანსების მიღების შესაძლებლობა; გადახდის მოქნილი სტურქტურა.

Comments
Loading...