საქართველოს ბანკი ვაჭრობის ხელშეწყობის და ფინანსირების კუთხით ყველაზე აქტიურ ბანკად დასახელდა

401

თბილისი, 16 მაისი, 2017 – საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა EBRD-ის ჯილდოს, „2016 წლის ყველაზე აქტიური ბანკი ვაჭრობის ხელშეწყობის და ფინანსირების კუთხით საქართველოში“ მიღების თაობაზე. ხსენებული ჯილდო საქართველოს ბანკს EBRD–ის ყოველწლიური შეხვედრის და ბიზნეს ფორუმის ფარგლებში გადაეცა.

EBRD- ის TFP (ვაჭრობის დაფინანსების პროგრამა), 1999 წელს დაიწყო. იგი ხელს უწყობს და შესაძლებლობას აძლევს ბანკებს, აქტიურად შესთავაზონ მსურველებს სავაჭრო ოპერაციების დაფინანსების მრავალფეროვანი პროდუქტების სპექტრი. ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის დახმარებით EBRD-იმ დღემდე 18.500 ოპერაციას დაუჭირა მხარი აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ოპერაციების თანხამ კი 12.8 მილიარდი ევრო შეადგინა.

Comments
Loading...