საქართველოს ბანკმა განაცხადა, საერთაშორისო გამოცემის Global Finance-ის ჯილდოს მიღების შესახებ. Global Finance-მა მსოფლიოს მასშტაბით, საუკეთესო ბანკები გამოავლინა, საქართველოს ბანკი კი 2017 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა – საქართველოში ფასიანი ქაღალდების მომსახურების კუთხით.
კაპიტალის ბაზრების შესახებ წამყვანი საერთაშორისო გამოცემა Global Finance-ის 1987 წელს დაფუძნდა და 192 ქვეყანაში ყავს მკითხველი. ყოველწლიურად, Global Finance ასახელებს საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს მსოფლიოს მასშტაბით. Global Finance-ის სათავო ოფისი მდებარეობს ნიუ იორკში და აქვს ოფისები ლონდონსა და მილანში.