საქართველოს ბანკი Mastercard-ის მფლობელებს შესაძლებლობას აძლევს ჩემპიონთა ლიგის ფინალს დაესწროს

534

საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა მსოფლიო გადახდების კომპანია Mastercard-თან ერთად, ექსკლუზიური აქციის დაწყების შესახებ. მომხმარებელს ვინც, საქართველოს ბანკის Mastercard-ის ბარათით ყველაზე მეტ ტრანზაქციას განახორციელებს, აქციის ფარგლებში სხვადასხვა პრიზები გადაეცემა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკი ავრცელებს.

"30 აპრილს კი სხვა გამარჯვებულებთან ერთად გამოვლინიდება 3 თვის საუკეთესო გადამხდელის ვინაობა, რომელსაც საჩუქრად გათამაშების მთავარი პრიზი – 2 კაციანი საგზური უეფას ჩემპიონთან ლიგის 2017 წლის ფინალურ მატჩზე, გადაეცემა. აღნიშნული ფინალი უელსის დედაქალაქ კარდიფში გაიმართება. მთავარი პრიზი მოიცავს: ავიაბილეთების, აერპორტში სტრანსფერის, სასტუმროს, დაზღვევის და სავიზო მოსაკრებელის ხარჯებს.

აქციაში მონაწილეობისთვის, საჭიროა მომხმარებელმა განახორციელოს საქართველოს ბანკის Mastercard-ის ბარათით მინიმუმ 10 ლარის ოდენობის ტრანზაქცია (ექვივალენტი სხვა ვალუტაში). გათამაშებაში გათვალისწინებული იქნება სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში, ასევე ონლაინ შესყიდვისას საქართველოს ბანკის Mastercard-ის ბარათებით განხორციელებული გადახდები.

აქციის ფაგრგლებში ჯამში 800-ზე მეტი ადამიანი დასაჩუქრდება სხვადასხვა საინტერესო პრიზებით", – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

Comments
Loading...