საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ წელს 12.2% შეადგინა

8

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული განახლებული ანგარიშის თანახმად, წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.9 პროცენტი შეადგინა.

ამავდროულად, ხოლო 2021 წლის პირველი შვიდი თვის ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 12.2 პროცენტია.

2021 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, დამამუშავებელი მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობასა და სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგებში.

Comments
Loading...