საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 351.9 მილიონი ლარით გაიზარდა

114

მაისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 351.9 მილიონი ლარით, ანუ 1.0 პროცენტით გაიზარდა და 2018 წლის პირველი ივნისისათვის 35.3  მლრდ ლარი შეადგინა.

2018 წლის პირველი ივნისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.6 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.1 პროცენტია.

Comments
Loading...