2016 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" წმინდა მოგება გაიზარდა 2.5-ჯერ 2015 წელთან შედარებით და 78.0 მლნ. ლარი შეადგინა.
2016 წელს ასევე გაიზარდა საოპერაციო მოგებაც და 149.6 მლნ. ლარს გაუტოლდა, რაც 2015 წლის ანალოგიურ მონაცემზე 65,5%-ით მეტია. 2015 წელს კორპორაციის საოპერაციო მოგება 90,4 მლნ. ლარი იყო, ჯამური აქტივები კი12,6%-ით გაიზარდა და 1.6 მილიარდი ლარი შეადგინა.
2016 წლის ანგარიშგების მიხედვით მნიშვნელოვნად გაიზარდა წმინდა ფულადი ნაკადები საოპერაციო საქმიანობიდან და შეადგინა 159,1 მლნ. ლარი.
გარდაბანის კომბინირებული ციკლის თბოსადგურის მშენებლობის და ექსპლუატაციის შედეგად კორპორაციამშემოსავლების დივერსიფიცირება მოახდინა. 2016 წელს შემოსავალი ელექტროენერგიის წარმოებიდან და მიწოდებიდან 184,4 მლნ ლარს გაუტოლდა (2015 წელს 48,7 მლნ. ლარი), ხოლო საოპერაციო მოგებამ აღნიშნულ სეგმენტში102,1 მლნ. ლარი შეადგინა (2015 წელს 23,7 მლნ. ლარი).
აგრეთვე გაიზარდა კორპორაციის ჯამური შემოსავალი და 2016 წელს მან 633,6 მლნ. ლარამდე გაიზარდა, რაც 2015 წლის მონაცემებზე 27,9%-ით მეტია. 2015 წელს ეს ციფრი 495,4 მლნ. ლარი იყო.
სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" 2016 წლის ფინანსური ანგარიში შეამოწმა საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების დიდი ოთხეულის წევრმა, აუდიტორულმა კომპანიამ KPMG-მ. ამგარიშის მიხედვით, კორპორაციის ფინანსური ანგარიშგება სრულიად შეესაბამება ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს.