“საქართველოს ოკუპაციასთან შეგუება ჩვენი  უდიდესი შეცდომა იყო!” – ინტერვიუ ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრთან  (ექსკლუზივი)

74

ლიეტუვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი,  მრავალწლიანი  გამოცდილების მქონე ლიეტუველი პოლიტიკოსი გახლავთ. იგი ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრია 2012 წლის დეკემბრის შემდეგ. 

კარიერის მანძილზე, . ლინკევიჩუსი გახლდათ ლიეტუვას ელჩი ბელორუსში, ლიეტუვას მუდმივმოქმედი წარმომადგენელი ნატოშითავდაცვის მინისტრი 1993-1996 და 2000-2004 წლებში. 1992-1996 წლებში იგი გახლდათ ლიეტუვას პარლამენტის წევრი და  პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ასევე, ჩრდილოეთ ატლანტიკის ასამბლეაში სეიმის დელეგაციის ხელმძღვანელი.

ის ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერია საქართველოს სუვერენიტეტის. ლლინას ლინკევიჩუსთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა „აიპრესის“ სპეციალურმა კორესპოდენტმა ვახტანგ ნინიკაშვილმა.

მსურს საუბარი დავიწყო ნატოსთან და ევროპის კავშირთან ურთიერთობების საკითხით. მაინტერესებს, ზოგადად, რამდენად რთულია თქვენთვის და პოსტ საბჭოთა ქვეყნებისთვის, რომ დაანახონ ევროპის კავშირს და სხვა დასავლურ ქვეყნებს ის რეალური საფრთხე, რომელიც მომდინარეობს რუსეთისგან. მას შემდეგ, რაც გავაცნობიერეთ ის როლი, რაც რუსეთმა შეასრულა აღმოსავლეთ ევროპის კონფლიქტში, განსაკუთრებით საქართველოში 2008 წელს, და შემდეგ ყირიმში.  ხომ არ ფიქრობთ, რომ დასავლეთის ქვეყნებს უფრო მკაცრი პოზიცია რომ დაეფიქსირებინათ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დროს, მაშინ შესაძლებელი გახდებოდა რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის თავიდან აცილება?

– მარტივად გეტყვით, რომ   ყველა ეს ინციდენტი თუ აგრესიის აქტი დასავლეთის ქვეყნებისთვის  ერთგვარი  სწავლის პროცესია და ამ ყველაფრის გაცნობიერება მყისიერად არ ხდება.  ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით  დაგვეყენებინა ეს საკითხები და პრინციპული პოზიცია დაგვეფიქსირებინა.  პირადად მე მახსოვს თუ რა მოვიმოქმედეთ კავკასიაში ომის შემდეგ 2008 წელს და თუ გახსოვთ ევროპული ინსტიტუტების თავდაპირველი პოზიცია იყო საკმაოდ მკაცრი და რუსეთისადმი წარდგენილი მოთხოვნებიც მათ შორის. მაგრამ. ძალიან მალე. ჩვენ რატომღაც დავკარგეთ ეს პოზიცია და ძალა და დავუბრუნდით საქმიანობის ჩვეულ რეჟიმს.

ეს იყო უდიდესი შეცდომა. ის, რაც მოხდა ყირიმში ანექსიის შედეგად, სულაც არ იყო რაღაც ახალი მოვლენა.  ეს იყო ყველაფერი იმის გაგრძელება, რაც ადრე ხდებოდა. შეგვიძლია გავიხსენოთ სხვა ინციდენტიც: ლონდონში სოლსბერის შეტევას  ბრიტანეთის მთავრობა ძალიან მძაფრად გამოეხმაურა, მაგრამ ძალიან მალე მათ ლიტვინენკოს შემთხვევაც გაიხსენეს და მათი რეაქცია, საბოლოო ჯამში, არც თუ მთლად მკაცრი და პრინციპული აღმოჩნდა.  ამიტომ, ჩემი პოზიცია ასეთია, რომ ყველა ასეთი ინციდენტი, მოვლენა, აქტი უფრო ამაღლებს ჩვენ ცნობიერებას და აღქმას. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ არა აგრესიულები, მაგრამ უფრო თანმიმდევრულები ამ საკითხებთან დაკავშირებით. საქართველოს შემთხვევა არის ძალიან ცოცხალი მაგალითი. როგორც ცნობილია რუსეთმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია. მაგრამ მოხდა ერთგვარი შეგუება და ჩვენ დავიწყეთ თანამშრომლობა, რაც შეცდომა იყო. თქვენ უნდა გააცნობიეროთ, რომ ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება ოკუპირებული ზონების არაღიარებასთან დაკავშირებით, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ აუცილებლად უნდა დავრწმუნდეთ რომ არაღიარების პოლიტიკას მოაქვს რეალური შედეგები – ფინანსური, დემოკრატიული, დიპლომატიური, შიდა პოლიტიკური თვალსაზრისით.  სწორედ ამ მიმართულებით ვაგრძელებთ ჩვენ მუშაობას.

განაცხადეთ, რომ დღეს უკეთ აცნობიერებთ რუსეთთან არასაკმარისად მკაცრი პოლიტიკის შედეგებს, რაში გამოიხატება ეს?

დიახ, მე ვფიქრობ რომ დღეს ყველა ამ გარემოებას უკეთ ვაცნობიერებთ. თუ  შევადარებთ 2013 და 2019 წლებს, მაშინ ძალიან დიდი განსხვავებას აღმოვაჩენთ ამ მხრივ. ამიტომ, ჩვენ უნდა ვისარგებლოთ ამ მომენტით და გავაგრძელოთ იგივე მიმართულებით სვლა. ჩვენი ამოცანაა შევინარჩუნოთ მიღებული გადაწყვეტილებები, არაფერი დავივიწყოთ და აღარ დავუშვათ წარსულის განმეორება.

საქართველოს ყოველთვის მხარს უჭერდნენ ბალტიისპირეთის ქვეყნები, განსაკუთრებით ლიეტუვა. რას ფიქრობთ, როგორი პოლიტიკ უნდა გაატაროს საქართველომ? როგორ უნდა მივიღოთ უფრო ეფექტური მხარდაჭერა ნატოსგან და ევროპის კავშირისგან? რას ურჩევდით საქართველოს ხელისუფლებას,  როგორ უნდა იმოქმედონ საერთაშორისო ფორუმებსა და საერთაშორისო ასპარეზზე?

– ძალიან მნიშვნელოვანია რომ თქვენ გქონდეთ ეროვნული კონსენსუსი. საქართველოში  თქვენ  საკმაოდ ფართო კონსენსუსი გაქვთ ევროპულ ინტეგრაციასთან და ნატო-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია უფრო მეტი თანხმობის მიღწევა და ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერება. ეს იქნებოდა ჩემი რჩევა. ფოკუსირება უნდა გააკეთოთ ამოცანებზე, რომელთაც ეხლა აწყდებით. ფოკუსირება არ უნდა მოახდინოთ ბიუროკრატიულ ინსტრუმენტებზე, როგორიცაა, მაგალითად, „გაწევრიანების სამოქმედო გეგმა“. თქვენ ფოკუსირება უნდა მოახდინოთ პოლიტიკურ საკითხებზე.

2008 წლის შემდეგ საქართველომ მიიღო დაპირება, რომ მომავალში ნატო-ს წევრი გახდება, მაგრამ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ნატოს კომისია, მხარდაჭერის პაკეტი, წვრთნები, სამხედრო ჩართულობა … ძალიან მნიშვნელოვანია რომ გააგრძელოთ ამ მიმართულებით სვლა იმავე ტემპებით. ნატო-ს სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობა არის ყველაზე ცოცხალი მაგალითი არა მხოლოდ ერთიანი ღირებულებების თვალსაზრისით, არამედ რისკების გაზიარების და ვალდებულებებისადმი ერთგულების თვალსაზრისით. თქვენის მხრივ, საჭიროა ასოცირების ხელშეკრულების შესრულება და ხელშესახებ და ადამიანებისთვის ადვილად გასაგებ ამოცანებზე ფოკუსირება. ეს არის ჩემი რჩევა. თქვენ უნდა განსაზღვროთ და გამოკვეთოთ პრიორიტეტები, რომლებიც ინტეგრაციის გზაზე მოიტანს განსხვავებულ  ცხოვრებას და რეალობას, როგორც ეს იყო უვიზო რეჟიმის შემთხვევაში, რაც ადამიანებმა ძალიან მარტივად გაიგეს. ხელისუფლებამ უნდა შეარჩიოს ისეთი პროექტები, რომლებიც აამაღლებს ადამიანების ცხოვრების დონეს და გავლენას მოახდენს მათ ყოფაზე. ასე, რომ  ჩვენ ვხედავთ ხელსაყრელ შემთხვევას და შესაძლებლობას, რომ დაგეხმაროთ და მონაწილეობა მივიღოთ ყველა ამ პროცესში.

დღესდღეობით საქართველოში რუსეთი აწარმოებს ინტენსიურ პროპაგანდას. და ყველაზე ბასრი იარაღი ამ  პროპაგანდის წინააღმდეგ არის განათლებული საზოგადოება. თქვენ ახსენეთ ვიზა ლიბერალიზაცია და მინდა გკითხოთ ამის თემის შესახებ. როგორც სტუდენტს მაინტერესებს ეს თემა. ლიეტუვის რესპუბლიკის 2017 წლის საქართველოს დახმარების სამოქმედო გეგმაში წავიკითხე, რომ ლიეტუვამ ხელსაყრელი პირობები უნდა შეუქმნას საქართველოს მოქალაქეებს ლიეტუვაში სამუშაოდ და სწავლისთვის და წაახალისოს ქართველი სტუდენტები ისწავლონ ლიეტუვაში მათთვის გრანტების და მიზნობრივი სტიპენდიების გაცემის გზით.

ჩემი შეკითხვა ასეთია: 2017 წლის შემდეგ საქართველო და ევროპის კავშირი შეთანხმდნენ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ, მაგრამ ქართველ სტუდენტებს ჯერ კიდევ უხდებათ მოიპოვონ სასწავლო ვიზები განათლების მიღების გასაგრძელებლად ევროპის ქვეყნებში. ხომ არ ფიქრობთ რომ ეს ერთგვარი უსამართლობაა, რადგან ევროპულ ქვეყნებს შორის სტუდენტებს უფრო ადვილად შეუძლიათ საზღვარგარეთ ისწავლონ. ხომ არ ფიქრობთ, რომ შემდეგ ეტაპზე ყურადღება უნდა გამახვილდეს სწორედ  ამ საკითხზე იმისათვის, რომ ქართველმა სტუდენტებმა უფრო ადვილად შეძლონ აქ მუშაობა და განათლების მიღება. 

დიახ, გეთანხმებით. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ გაუმჯობესდეს ეს ვითარება, შევამციროთ ბიუროკრატია, გავაფართოვოთ შესაძლებლობები. მაგრამ, ამავე დროს, საქართველომ ყურადღება უნდა გაამახვილოს იმ გამოწვევებზე, რომლებიც დაკავშირებულია თავშესაფრის მაძიებლებთან  ევროპაში. თავადვე უწყით, რომ ეს საშინელი მოვლენაა.  თქვენ მოგანიჭეს უვიზო რეჟიმი, მაგრამ არსებობს გარკვეული პირობები, ხოლო თუ ვითარება და ტრენდები არ იქნება პოზიტიური, მაშინ, ვფიქრობ, ეს პროცესი საფრთხის ქვეშ დადგება. ასე, რომ არც ეს საკითხია ნაკლებად მნიშვნელოვანი.

ასე რომ, ჩვენ ერთის მხრივ უნდა ვიმოძრაოთ  გამარტივების მიმართულებით, მაგრამ, ამავე დროს, ყველა ჩვენ და, განსაკუთრებით, საქართველო ძალიან დიდი სერიოზულობით უნდა მოეკიდოს ამ გამოწვევებს, რადგან ამ გამოწვევებს შეუძლიათ ძირი გამოუთხარონ უკვე მიღწეულ შედეგებს. ეს არის ჩემი კომენტარი აღნიშნულ საკითხზე.

2007-2018 წლებში ლიეტუვა შერჩეულ იქნა როგორც ინდივიდუალური პარტნიორი, რათა საქართველოში ევროპის კავშირის 6 ტვინინგ პროექტი განეხორციელებინა.  ეს პროექტი დასრულდა.

2018 წელს დაიწყო სერიოზული პროექტი სამოქალაქო მომსახურების ბიუროს შენობის ასაშენებლად საქართველოში და ინვესტიციებიც საკმაოდ დიდი იყო. ეს იყო 1 მილიონი დოლარის ინვესტიცია. ტვინინგის პროექტები დასრულდა. ხომ არ გაქვთ ინფორმაცია რამდენად წარმატებული იყო ეს პროექტები საბოლოო ჯამში და  ხომ არ გეგმავს ლიეტუვა განახორციელოს ახალი პროექტი, რომელიც  საქართველოს დაეხმარება გააღრმავოს თანამშრომლობა ევროპის კავშირთან, როგორც ეს 2018 წლმდე განხორციელებული პროექტების შემთხვევაში მოხდა. 

ტვინინგის პროგრამები ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, და არა მხოლოდ საქართველოში. ტვინინიგის ეს პროგრამა საკმაოდ ძლიერია სხვა რეგიონებშიც, მაგალითად, ბალკანეთში ეს პროგრამა ძალიან აქტიურად ხორციელდება. ასე, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ცოდნა და გამოცდილება ამ საკითხთან დაკავშირებით. თქვენ ახსენეთ სამოქალაქო მომსახურება, საბაჟო, ფიტოსანიტარია, საზღვრების მენეჯმენტი და მსგავსი საკითხები. ასე, რომ ზუსტად ეს მესიჯი გაკეთდა საქართველოსთვის და მისი ოფიციალური პირებისთვის, ყველაზე მაღალი რანგის ოფიციალური პირებისთვის, ჩემი კოლეგებისთვის.

მე მათ ვურჩიე, რომ ისინი არ უნდა გაჩერდნენ ტვინინგის პროგრამების დასრულების შემდეგაც. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს ცოდნა და გამოცილდება. ამ პროგრამების შედეგები ძალიან დადებითი იყო და თქვენ უნდა გააგრძელოთ ძალისხმევა ამ მიმართულებით.

კონკრეტულად რა უნდა გავაკეთოთ?

ტვინინგის პრორგამის შემდეგ თქვენ უნდა გააგრძელოთ მოქმედება და დაამატოთ ეს თემა ჩვენ ორმხრივ დღის წესრიგში. თქვენ უნდა გააგრძელოთ წინსვლა, რადგან ეს არის ძალიან სასარგებლო. ეს არის ევროპის კავშირის ცოდნა და გამოცდილება, ევროპის კავშირის რესურსები, და ეს ყველაფერი არის ძალიან კარგი ორმხრივი ურთიერთობებისთვის. ზოგადად, ვფიქრობ ეს საკითხები საჭიროებს ძალიან სერიოზულ მიდგომებს. ტვინინგ პროგრამების წარმატებული განხორციელება არ უნდა დასრულდეს ამ პროექტის დახურვით, არამედ ჩვენ უნდა გამოვძებნოთ სხვა მექანიზმები, რათა გავაგრძელოთ მჭიდრო თანამშრომლობა  კონკრეტულ მიმართულებებზე.

და ბოლო კითხვა: ამ სამოქმედო გეგმაში ასევე, ეწერა რომ ევროპის კავშირმა საქართველოში უნდა მოავლინოს ექსპერტები, რათა დაეხმაროს საქართველოს სამოქალაქო კადრებს და სხვა სფეროებს, რომ გაუზიარონ მათ გამოცდილება. დოკუმენტის მიხედვით, ეს ძალისხმევა მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ საქართველო გამოავლენს შესაბამის ინტერესს. როგორ ფიქრობთ, ჩვენმა მთავრობამ გამოავლინა ეს ინტერესი? 

დიახ, მართალი ბრძანდებით. უპირველეს ყოვლისა, საქართველომ აირჩია ის სფეროები სადაც უფრო მეტად სჭირდება დახმარება და განსაზღვრა თუ რომელი ქვეყანა იქნებოდა უკეთესი კონკრეტული მიმართულებებისთვის. მე აღვნიშნე რომ ჩვენ ვართ გახსნილი. ჩვენ გვყავს ექსპერტები, რომლებიც მუშაობენ ამ კანონზე სხვადასხვა ქვეყნებში  ჩემს მიერ ნახსენებ სფეროებში, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის კუთხით, რომელიც უკიდურესად საჭიროა საქართველოშიც. ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ეს. ასე, რომ მას შემდეგ რაც ჩვენი კოლეგები განსაზღვრავენ თუ რომელი მიმართულებებია ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩვენ შევძლებთ გავაგრძელოთ ჩვენი ძალისხმევა. ეს შეიძლება იყოს ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე მომზადებული ექსპერტები ან ევროპელი მრჩევლები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი პრაქტიკა და ფლობენ შესაბამის რესურსებს და კომპეტენციას. ყველა ვარიანტია შესაძლებელია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი.  კომპეტენციას ყოველთვის მოაქვს უფრო მეტი შედეგი თუ ის ხორციელდება ეფექტურად, ასე, რომ ჩვენ ღია ვართ ამ შესაძლებლობების რეალიზებისთვის.

 

ინტერვიუ ჩაწერა და მოამზადა ვახტანგ ნინიკაშვილმა

Comments
Loading...