საქართველოს რკინიგზას SIEMENS-ის დელეგაცია ესტუმრა

144

კომპანია SIEMENS-ის წარმომადგენლები თბილისში. საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის დირექტორი, ვასილ ხორავა მსოფლიოში ცნობილი ბრენდის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

სიგნალიზაცია, ცენტრალიზაცია და ბლოკირება – შეხვედრაზე მხარეებმა ამ მიმართულებით დანერგილი ტექნოლოგიური სიახლეები განიხილეს. საქართველოს რკინიგზა უახლოეს მომავალში ხაშური – ზესტაფონის მონაკვეთზე მიკროპროცესორული ცენტრალიზაციის მშენებლობაზე ტენდერს გამოაცხადებს.

კომპანია SIEMENS-ის წარმომადგენლებმა საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობას სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების თანამედროვე სტანდარტებზე საკუთარი ხედვა გააცნეს და მზადყოფნა გამოთქვეს მიიღონ ტენდერში მონაწილეობა. ტენდერი თბილისი-ბათუმის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში გამოცხადდება. თანამედროვე ტექნოლოგიების დამონტაჟებას ევროდირექტივების 34-ე  მოთხოვნა ითვალისწინებს.

Comments
Loading...