საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

132

"მგზავრების თხოვნის გათვალისწინებით, საქართველოს რკინიგზა ელტონ ჯონის კონცერტთან დაკავშირებით, თბილისი- Black Sea Arena -ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს. 27, 28 და 29 ივნისს თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებელი №808/807 დილის 10:30 გავა, ხოლო ბათუმიდან 17:10 წუთზე გამოვა." – ამის შესახებ შესაბამისს განცხადებას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

"30 ივნისსა და 1 ივლისს, კი Black Sea Arena-ზე, ბრიტანელი მუსიკოსის, კონცერტზე დასწრების მსურველებს თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი "შტადლერის" ორსართულიანი მატარებელი მოემსახურებათ. მატარებელი (№888-887) თბილისიდან 14:10 წუთზე გავა და Black Sea Arena-სთან მდებარე ბაქანზე 18:30 წუთზე ჩავა.

კონცერტის დასრულების შემდეგ კი მატარებელი, იმავე ბაქნიდან თბილისის მიმართულებით, 00:15 წუთზე გამოვა და დედაქალაქში 04:25 წუთზე ჩამოვა. მგზავრებს ბილეთების შეძენა ცენტრალური ვაგზლის სალაროებში, რკინიგზის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და აპლიკაციიის (Georgian Railway Tickets) საშუალებით შეეძლებათ", – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

Comments
Loading...