საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ -20.0 მილიარდი დოლარი შეადგინა

490

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2016 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით -20.0 მლრდ აშშ დოლარი (-46.6 მილიარდი ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს -141.9 პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 487.3 მილიონი აშშ დოლარით გაღრმავდა.

2016 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 7.8 მილიარდი აშშ დოლარია (18.1 მილიარდი ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 238.3 მილიონი აშშ დოლარით აღემატება.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 27.8 მილიარდი აშშ დოლარი (64.7 მილიარდი ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 725.6 მილიონი აშშ დოლარით აღემატება.

Comments
Loading...