საქართველოში გრანდიოზული ფასდაკლების კვირეული SPA & WELLNESS იწყება

188

საქართველოში გრანდიოზული ფასდაკლების კვირეული SPA & WELLNESS იწყება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით პროექტი Discount Week-ი 13 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. ფასდაკლების კვირეულში ჩართულია 17 სასტუმრო და 2 სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური მომსახურების ცენტრი. განთავსების ობიექტები მომხმარებლებს 25%-დან 51% ფასდაკლებას სთავაზობენ.

ფასდაკლების კვირეული მოიცავს: თბილისს, კახეთს, მცხეთა-მთიანეთს, სამცხე-ჯავახეთს, იმერეთს და აჭარას. ფასდაკლების კვირეულთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთში პრესტური მოეწყო. სხვადასხვა მედიასაშუალებების 20-ზე მეტი წარმომადგენელი წყალტუბოსა და ბორჯომს ეწვია. ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა ბალნეოლოგიური და გამაჯანსაღებელი ცენტრები დაათვალიერეს. წყალტუბოში მედიის წარმომადგენლები ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმს ეწვივნენ.

ფასდაკლების კვირეული წარმოადგენს პროექტს, რომელიც მოიცავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შიდა და საერთაშორისო ტურისტებისათვის სხვადასხვა ტურისტულ ობიექტებში ფასდაკლებით სარგებლობას. ფასდაკლების კვირეულის მიზანია არასეზონურ პერიოდში რეგიონის პოპულარიზაციასა და შიდა ტურიზმის წახალისებას. პროექტი ხელს შეუწყობს ტურისტულ ობიექტებს ვიზიტორების მოზიდვაში.

Comments
Loading...