საქართველოში 2018 წლის იანვარ-ივნისში მშენებლობის 4 941 ნებართვა გაიცა

80

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2018 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია მშენებლობის 4941 ნებართვა 2995.9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

გაცემული ნებართვების 72,4 პროცენტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, 46.8 პროცენტი ქ. თბილისზე, 14.3 პროცენტი – აჭარის ა.რ.-ზე, ხოლო 11.3 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის იანვარ-ივნისში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა – ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილითაა წარმოდგენილი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები.

დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, 29.3 პროცენტი ქ. თბილისზე, 16.3 პროცენტი – კახეთის რეგიონზე, ხოლო 11.0 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე.

2018 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულია 928.9 ათასი კვ.მ. ფართობის 1163 ობიექტი. 2017 წლის შესაბამის პერიოდში კი ექსპლუატაციაში შევიდა 1190.1 ათასი კვ.მ. ფართობის 1334 ობიექტი.

Comments
Loading...