საქართველო ლატვიის საერთაშორისო გამოფენაზე წარსდგა

405

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ რიგის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაში Balttour 2017 მიიღო მონაწილეობა.  ტურიზმის ეროვნულ  ადმინისტრაციასთან ერთად საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ასევე  შემდეგი კომპანიები: "თრეველ ვორლდი", "ჯორჯია თრეველ არესპი", "ტყემალი ტურსი" და "მიმინო თრეველი".

რიგის რიგით 24-ე საერთაშორისო გამოფენის სტუმრები საქართველოს ზაფხულის კურორტებით, მოგზაურობის ფასებით და პირდაპირი ფრენების შესაძლებლობით დაინტერესდნენ.

Balttour 2017-ზე მსოფლიოს 41 სახელმწიფოდან 850 ტურისტული კომპანია იყო წაროდგენილი.

Comments
Loading...