საქსტატი: 2016 წლის 9 თვეში წინა წელთან შედარებით 5%-ით მეტი ინვესტიცია განხორციელდა

523

საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ცხრა თვეში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 1298 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის დაზუსტებულ მაჩვენებელს 5 პროცენტით აღემატება.

საქსტატის წინასწარი შეფასებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2016 წლის III კვარტალში 463 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4 პროცენტით ნაკლებია 2015 შესაბამისი კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე.

2016 წლის III კვარტალში საქართველოში უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნებიდან პირველ ადგილზეა აზერბაიჯანი 33%-ით, მეორეზე – თურქეთი 24%-ით, მესამეზე კი, ლუქსემბურგი 11%-ით.

როგორც საქსტატში აცხადებენ, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და buy levitra 20mg brand 140 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 30 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება მშენებლობის სექტორი 69 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 62 მლნ. აშშ დოლარით.

Comments
Loading...