დღეს დეველოპერულ კომპანია აქსისსა და სადაზღვევო კომპანია არდის შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რის საფუძველზეც 1 ოქტომბრიდან აქსისის მომავალი მობინადრეები დეველოპერულ სფეროში შექმნილი ინოვაციური პროდუქტით – რემონტის დაზღვევა 360°-ით ისარგებლებენ!
ყველას, ვინც შეიძენს სრულად გარემონტებულ ბინას აქსისის მიმდინარე პროექტებში ან უკვე შეიძინა ბინა თეთრი კარკასის მდგომარეობით და სარემონტო სამუშაოებს შეუკვეთავს აქსისის ინტერიერის სამუშაოების ჯგუფს, 2017 წლის 1 ოქტომბრიდან, საჩუქრად გადაეცემათ რემონტის ერთწლიანი დაზღვევა 360 გრადუსით.
ახალი პროდუქტი – დაზღვევა 360 °-ით აზღვევს თქვენი ბინის ჭერს, იატაკს, კედლებს და ვიტრაჟებს ისეთი რისკებისგან, როგორიცაა:
• წყლით გამოწვეულ ზიანი, მათ შორის მეზობლისგან ჩამოსული ან მეზობელთან ჩასული წყალი;
• ხანძრით, მეხის დაცემით, წვიმით, სეტყვით, მიწისძვრით, ძლიერი ქარით, ყინვით და სხვა სტიქიური უბედურებით გამოწვეული დაზიანება;
• ქურდობა, ყაჩაღობა, მესამე პირის ბოროტგანზრახული ქმედებით მიღებული ზიანი და სხვა;
სადაზღვეო პოლისი მობინადრეს გადაეცემა ბინაში სარემონტო სამუშაოების დასრულებისა და სრულად გარემონტებული ბინის ჩაბარებისას.