სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

350

2017 წლის 2 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა რვა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 125 800 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.170 პროცენტით, მაქსიმალური 7.210 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი  7.194 პროცენტით განისაზღვრა.

Comments
Loading...