სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

553

ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2017 წლის 18 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 363-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო რვა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 88 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.250 პროცენტით, მაქსიმალური 7.730 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.623 პროცენტით განისაზღვრა.

Comments
Loading...