სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

214

2018 წლის 14 მარტს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო რვა კომერციულმა  ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 67 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.240 პროცენტით, მაქსიმალური 7.300 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.286 პროცენტით განისაზღვრა.

Comments
Loading...