2017 წლის 1 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო რვა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 110 330 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.400 პროცენტით, მაქსიმალური 7.880 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.735 პროცენტით განისაზღვრა.