სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

50

2018 წლის 7 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 69 000 000 ლარი.

მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.100 პროცენტით, მაქსიმალური 7.150 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.142 პროცენტით განისაზღვრა.

Comments
Loading...