2017 წლის 1 მარტს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე გაიყიდა 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 105 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.550 პროცენტით, მაქსიმალური 7.850 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.788 პროცენტით განისაზღვრა.