სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

422

2017 წლის 22 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები. აღნიშნულის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას ეროვნულიბანკი ავრცელებს.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 34 501 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.12 პროცენტით, მაქსიმალური 9.490 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი – 9.181 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური განაკვეთი 7.625 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

Comments
Loading...