2017 წლის 26 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 43 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.300 პროცენტით, მაქსიმალური 8.700 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი – 8.638 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონური განაკვეთი 9.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.