საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2016 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშში დეტალურადაა განხილული კომისიის მიერ რეგულირებადი – ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების 2016 წლის ძირითადი მიმართულებები და შედეგები, მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით კომისიის აქტივობები, საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის, ინფორმაციის საჯაროობის კუთხით განხორციელებული პროექტები.
ანგარიში ვრცლად განთავსებულია კომისიის ვებ-გვერდზე http://gnerc.org/files/wliuri%20angariSi/tsliuri%20angariSi%202016_opt.pdf