სიახლე SILK TV-ის აბონენტებისთვის – 1 დღით 1 არხი 1 ლარად

143

 

სილქნეტმა მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა სატელევიზიო მომსახურებაში, განაახლა ძირითადი და თემატური პაკეტები, ხელმისაწვდომი გახადა ექსკლუზიური სპორტული და კინო კონტენტი და "ორმაგი შეთავაზების" (ინტერნეტი-ტელევიზია) არჩევისას აამოქმედა ფასდაკლება. ამის შესახებ ინფორმაციას სილქნეტი ავრცელებს.

დღეიდან კომპანია კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს ოპტიკური "Silk TV"-ის აბონენტებს. მათ შესაძლებლობა მიეცემათ თემატურ პაკეტებში შემავალი გასართობი, სპორტული თუ კინო არხი1 დღით (24 საათი) გაიაქტიურონ.

იხილეთ არხების ჩამონათვალი

თითოეული არხის აქტივაციას მომხმარებელი Silk TV მენიუს საშუალებით შეძლებს. აქტივაციის ღირებულება 1 ლარია. აღნიშნული შეთავაზება მოქმედებს ძველი და განახლებული პაკეტით მოსარგებლე აბონენტებისთვის, გარდა "ეკონომ" და "სტადნარტ" პაკეტისა.

Comments
Loading...