“სიბისი”-ს 2017 წლის ჩემპიონატი საქართველოში 2016 წელთან შედარებით, გაცილებით ადრე ჩატარდება

374

თუ აპირებთ სტარტაპერების ეროვნულ კონკურსში მონაწილეობის მიღებას და იდეა ჯერ კიდევ არ გამოგიგზავნიათ, იჩქარეთ. კრეატიული ბიზნესიდეების შესახებ განხადებების მიღება 1 ივნისს შეწყდება!

2 ივნისს, საქპატენტთან ერთად პროექტების საკვალიფიკაციო განხილვა მოხდება. 11-12 ივნისი ჩემპიონატის პირველი ტური გაიმართება, 15 ივნისს კი ფინალი. Creative Business Cup Georgia განიხილავს თქვენს იდეებს, გეგმებს, სტრატეგიას და დაგეხმარებათ მის რეალურ ბიზნესად ჩამოყალიბებაში.

ჩემპიონატზე შეირჩევა საუკეთესო იდეები, რის შემდეგაც  ორგანიზაცია კონკურსის გზით გამარჯვებულის საერთაშორისო ბაზარზე წარდგენას უზრუნველყოფს.  ეროვნული ჩემპიონატის საშუალებით, მონაწილეები შეძლებენ  სპონსორების მოძიებას და იდეის საერთაშორისო ბაზარზე წარდგენას.

"სიბისი ჯორჯიას" ეროვნულო ჩემპიონატი ტარდება როგორც ბიზნეს სექტორის ჩართულობით, ასევე შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მხარდაჭერით.

დანიური ორგანიზაცია Creative Business Cup (CBC)-ის ეროვნული პარტნიორი საქართველოში, "სიბისი ჯორჯია" უზრუნველყობს საქართველოში ინიცირებული, კრეატიული ბიზნეს იდეების/პროექტების საკონკურსო გადარჩევას და სიბისის საერთაშორისო კონკურსზე წარდგენას, სადაც ეს იდეები/პროექტები ავტომატურად ხვდება გლობალურ ინვესტორთა და წამყვან საერთაშორისო ბიზნეს ორგანიზაციათა თვალსაწიერში.

Comments
Loading...