„სიდრის კლუბში ბაზალეთზე“ ქართული მხატვრული ფილმის „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“  წინასაპრემიერო ჩვენება გაიამართა

19

კინოჩვენება ფილმის რეჟისორმა ბესო სოლომანაშვილმა გახსნა და  აქცენტი სწორედ კლუბში არსებულ გარემოზე გაამახვილა, რომელიც სრულიად შეესაბამებოდა კინოჩვენების სტილს: გრილი, მყუდრო, სალონურ-კლუბური და სასიამოვნო გარემო, რომელმაც პროცესი კიდევ  უფრო მიმზიდველი და სასიამოვნო გახადა. ფილმის დასრულების შემდეგ უგემრიელესი შუშხუნა სიდრისა და სასიამოვნო მუსიკის თანხლებით დისკუსია გაიმართა.

ფილმი „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ თამარ ფხაკაძის ამავე სახელწოდების  ცნობილი მოთხრობის მიხედვით არის გადაღებული, რომელიც ომის სისასტიკის გარდა, მისგან ომის შემდგომ ადამიანების ტრაგიკულ ცხოვრებაზეც მიგვანიშნებს. რეჟოსორმა კიდევ ერთხელ დაგვანახა და დავრწმუნდით, რომ ომი ჯერ კიდევ არ დამთვარებულა!

„ჩემთვის, როგორც ხელოვანისთვის მნიშვნელოვანია შეფასებების მოსმენა და განწყობა. ფილმის დასრულების შემდეგ სასწაული ემოცია იგრძნობოდა.  მნიშვნელოვანი იყო, ისიც რომ ჩვენება ერთდროულად რამდენიმე სივრცეში სინქრონულად მიმდიანრეობდა(ლაუნჯი, კინოდარბაზი, სიდრი ჩამოსხმის დარბაზი, ორანჟერია),  ეს ახალი სიტყვაა ამ ტიპის კინოჩენებებისთვის და ძალზედ ორიგინალური და მიმზიდველი გამოგვივიდა. მგონი კარგი და სასიამოვნო კინო საღამო შედგა – აღნიშნა ფილმის რეჟისორმა ბესო სოლომანაშვილმა.

“სიდრის კლუბი ბაზალეთზე”  მწვანე იდეოლოგიის მქონე ბიზნესია, რომლის ფლაგმანი პროდუქტია,  ორგანული წესით შეგროვილი  ხილის წვენების (ვაშლის, ჟოლო, ბროწეული, ფეიხო, მოცვი, კეხური, ალუბალი და სხვა.). ნულოვანი ემისიის საწარმოში    ბუნებრივი ფერმეტაციის შედეგად წარმოებული დაბალალკოჰოლური სასმელი, შუშხუნა სიდრი და  იქვე დამზადებული ორგანული საკვები. კლუბი  ბაზალეთის ტბის სანაპირო ზოლში მდებარეობს, მწვანე ინჟინერინგის პრინციპებზე აგებულ, საქართველოში პირველ რეგისტრირებულ მწვანე შენობაში. დამფუძნებლები სრულიად იზიარებენ გაეროს მდგრადობის 17 მიზანს. ეს არის  გარემოსდაცვითი პრინციპებით მოქმედი გუნდი: „იცხოვრე ჯანსაღად, დაიცავი გარემო, გარემო ჯანსაღად გამოგკვებავს შენ და მომავალ თაობას“

„ჩვენ ხშირად ვმასპინძლობთ, ორგანულ, ბუნებრივ და ჯანსაღ საზოგადოებას, ვმართავთ ანალოგიურ საღამოეებს, ეს იქნება წინასაპრემიერო ჩვენება, წიგნის პრეზენტაცია თუ სხვა აქტივობა, ვფიქრობ კინოჩვენება სასიამოვნო და დასამახსოვრებელი გამოგვივიდა. ეს არის ადგილი, რომელსაც  უნდა ესტუმროთ და სტუმრობის შემდეგ მის მონახულობას აუცილებლად მოისურვებთ. თბილისიდან 25 წუთის სავალზე, ბაზალეთის ტბის პირას საოცარი გარემო გელით, “ – გვითხრა „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ დამფუძნებელმა  ზაალ ხელაძემ.

ფილმის „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ სიუჟეტი შეეხება 2008 წელს რუსეთის სამხედრო ინტერვენციას საქართველოში. რუსეთის მიერ საქართველოს  ტერიტორიების ოკუპირების

ფონზე, მოთხრობილია ქართველი გლეხის, რობიზონის ისტორია, რომელსაც არ უნდა იარაღის ხელში აღება, მაგრამ ოკუპაცია აიძულებს გახდეს მეომარი. როგორც რეჟისორი გვიმხელს, ფილმი არ არის ომზე. ფილმი არის დიდი ქვეყნის ძალადობაზე პატარ ქვეყნის მიმართ. ფილმი მოგვითხრობს დაუსრულებელი ომით გადაღლილ ადამიანებზე, რომლებიც ცდილობენ შეინარჩუნონ ადამიანური ღირსება. ფილმი გადაღებულია კასპის რაიონის სოფელ ქვემო გომში 15 -20 კილომეტრით დაშორებული საოკუპაციო ხაზიდან, თუმცა ამ რაიონშიც ჩამოვარდა ბომბები და მოსახლეობამ იხილი რუსული საოკუპაციო ტანკები. რამდენიმე პროფესიონალის გარდა, ძირითადად  თამაშობენ ადგილობრივი მაცხოვრებლები და ასევე ამ რეგიონის თეატრების მსახიობები, ის ადამიანები ვისაც პირდაპირ შეეხო ეს ომი.

Comments
Loading...