კომპანია სილქნეტმა რაგბის მოყვარულებს საჩუქარი გაუკეთა. საფრანგეთის პროფესიული სარაგბო კლუბების ჩემპიონატის, TOP14-ის, საფინალო ტურნირის თვალის მიდევნება SilkTV-ის ყველა მაყურებელს შეეძლება. ერთი თვის მანძილზე არხი TV5Monde ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი პაკეტის მომხმარებლისთვის.
პარალელურად, არხისა და კომპანიის გადაწყვეტილებით, SilkTV-ის მომხმარებლებისთვის რაგბის თემატიკაზე ფოტოკონკურსი დაიწყო. ნამუშევრების წარდგენა შესაძლებელია 14 მაისამდე. მისამართზე photo@silknet.com. ფრანგული მხარე გამოავლენს 2 გამარჯვებულ ფოტოს, რომელთა ავტორები TOP14-ის საფინალო შეხვედრაზე პარიზში გაემგზავრებიან. მათთვის გათვალისწინებულია სასტუმრო (2დღე-ღამე), თვითმფრინავის და მატჩზე დასასწრები ბილეთები.
აუცილებელია, ფოტოკონკურსში მონაწილე პირი იყოს SilkTV-ის აბონენტი, დარეგისტრირებული პორტალზე: mysilknet.com.