სიღნაღში ქართული პროდუქციის ფესტივალი “გურმან ფესტი 2017” გაიმართა

403

ფესტივალის მიზანია –  საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაცია და გაყიდვების ხელშეწყობა, ადგილობრივი წარმოების ღვინის, ლუდის, ყველის, ხილის, ჩირის და სხვა ინოვაციური სახის პროდუქტების შეთავაზება, როგორც ღონისძიებაზე დამსწრე უცხოელი ტურისტებისათვის, ასევე ადგილობრივი მომხმარებლისათვის.

ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა ადგილობრივმა მსხივლმა კომპანიებმა, ისეთებმა როგორებიც არიან: "თელიანი ველი", "ქინძმარაული", "შატო მუხრანი", "დუგლაძეების მარანი", "ბადაგი", თხილი "ქალაქური", ყავა "ჩერი", "თოლია", "საირმე" და ოცამდე ადგილობრივმა ყველის, თაფლისა და ხელნაკეთი ნივთების მწარმოებელმა. ამას გარდა გამოფენაზე წარმოდგენილ იქნა სოციალური საწარმო "ბაბალეს" ბავშვების ნამუშევრები.

წლევანდელი ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ქ. სიღნაღის ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ტურიზმის ასოციაცია, მოძრაობა KAR.GE. ფესტივალის სპონსორია – "ნატახტარი".

ფესტივალის ორგანიზატორია კულტურის სფეროში, ღონისძიებების მართვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპანია "არტიარდ კო".

Comments
Loading...