“სოკარ ჯორჯია გაზი” თავის აბონენტებს უსაფრთხოების პირობების დაცვისკენ მოიწოდებს

538

ბოლო პერიოდში გახშირდა CO-თი მოწამვლის ფაქტები, რის გამოც კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი" თავის აბონენტებს მოუწოდებს დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ:

კატეგორიულად იკრძალება წყალგამაცხელებლების და სხვა სახის გაზზე მომუშავე ხელსაწყოების დამონტაჟება სააბაზანო ოთახში.

უსაფრთხოების პირობების დაუცველობა, კერძოდ წყალგამაცხელებლის ნამწვი აირის გამწოვი მილის მიერთება სავენტილაციო არხებში დიდ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ გაზის დანადგარების მომხმარებელს, არამედ მისი მეზობლების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.

გაუმართავი გაზის ხელსაწყოების და არასტანდარტული საკვამლე თუ სავენტილაციო არხების მოხმარებისას შესაძლებელია სათავსოში მომწამვლელი აირის – CO-ს გამოყოფა, რომელიც უფერო, უსუნო, უგემო და ძლიერ მომწამვლელია. გარემოში CO-ს 05%-ის დაგროვება 20-30 წუთში ახდენს ადამიანზე სასიკვდილო ზემოქმედებას, ხოლო 1 % შესუნთქვისას 1-2 წუთში იწვევს სიკვდილს.

მოგიწოდებთ გამოიჩინოთ ყურადღება გაზის დანადგარების მიმართ, თუ გაქვთ ეჭვი თვენს ბინაში არსებული გაზის დანადგარების არასწორი მონტაჟის, გთხოვთ დაუყოვნებლივ დარეკოთ „სოკარ ჯორჯია გაზი“-ს ცხელ ხაზზე 16 114, რის შემდეგაც ჩვენი თანამშრომლები ადგილზე შეამოწმობენ გაზის მოწყობილობებს.

ნუ მიანდობთ გაზის დანადგარების სამონტაჟო სამუშაოების ჩატარებას პირს, რომელსაც არ გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია.

Comments
Loading...