სოსო ფხაკაძე: ეკონომიკურ მაჩვენებლებში გამოცოცხლებას ყველა კომპანია, მთელი ბიზნესი გრძნობს

500

"საქართველოს ბიზნესასოაციაციის" ვიცეპრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, ზედმეტია იმაზე საუბარი, თუ რაოდენ ღირებული და მნიშვნელოვანია სწორი და ეფექტური კომუნიკაცია ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის.

"დღეს ჩვენ გვყავს წარმომადგენლობითი დელეგაცია ფინანსთა სამინისტროდან პირველ ვიცეპრემიერის, ფინანსთა მინისტრის ხელმძღვანელობით. გვექნება განხილვა პირველი კვარტლის ეკონომიკური შედეგებისა და პარამეტრების, რომელიც მართლაც მნიშვნელოვანდ საინტერესო იყო, წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით.

ეს აისახა ციფრებში და ბუნებრივია, ამ გამოცოცხლებას ყველა კომპანია, მთელი ბიზნესი გრძნობს, მაგრამ ეს რასაკვირველია, ეს ტრენდი უნდა გაგრძელდეს. გვახარებს ის ფაქტი, რომ დაფიქსირდა საკმაოდ კარგი მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდის, რაც არის მთავარი პარამეტრი იმისთვის, რომ განისაზღვროს, როგორი ვითარებაა ქვეყანაში. ასევე მსოფლიო ბანკი პროგნოზირებს 5% ზრდას წელს და ჩვენ ამას ძალიან დიდი იმედით ვუყურებთ", – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

Comments
Loading...