სოფელ ნარეკვავში “ლიდერ ფუდის” ქარხანა გაიხსნება

459

მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და Business Georgia-ის ორგანიზებით, მცხეთაში, რეგიონის ბიზნეს ფორუმი გაიმართა, სამხარეო ადმინისტრაციასა და Business Georgia -ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი- ამის შესახბ ინფორმაციას მცხეთა მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ ყურადღება გაამახვილა რეგიონის მწვანე მიმართულებით განვითარებაზე, რაც ბიო, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მოყვანა-წარმოებას გულისხმობს. ამასთან, ისაუბრა მიმდინარე წელს რეგიონში განსახორციელებელ სხვადასხვა კატეგორიის პროექტებზე, მათ შორის:

• გუდაურში, ტურიზმის ხელშესაწყობად და კურორტის განვითარებისთვის საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია მოხდება. წელსვე, საბაგირო გზის გამოყენებით, შესაძლებელი გახდება კობიდან გუდაურში გადაადგილება.

• დუშეთში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, მოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურისა, მოხდება დასასვენებელი პარკის, ასევე მიმდებარე ისტორიული დასახლების რეაბილიტაცია და აღდგენა. იგეგმება ჭილაშვილების სასახლის რესტავრაცია.

• უახლოეს მომავალში, მცხეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ნარეკვავში, ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანიის "ლიდერ ფუდ“-ის ქარხანა გაიხსნება, რაც 200 -მდე ადამიანის დასაქმების წყაროა. ასევე, მუხრანში გაიხსნება ლუდსახარშის Heineken ქარხანა და მიმდინარე წლის ივლისში დაიწყება „კოკა-კოლას“ ფილიალის მშენებლობა.

Comments
Loading...