სპორტული ვებგვერდის "სარბიელის" ორგანიზებით, 10 მარტს გაიმართება პირველი მედიატურნირი დომინოში.
ტურნირში მონაწილეობისთვის ვებგვერდი ეპატიჟება ნებისმიერი მედიასაშუალების წარმომადგენლებს – როგორც მამაკაცებს, ასევე ქალბატონებს.
როგორც "სარბიელის" გუნდის წევრები აღნიშნავენ, ტურნირის პარალელურად გულშემატკივართა გასართობად მოეწყობა საინტერესო ვიქტორინები, დირტსის თამაშები, სახალისო შეჯიბრები.
ყველა გამარჯვებულს გადაეცემა სამახსოვრო საჩუქრები.
"სარბიელის" მედიატურნირი გაიმართება 2017 წლის, 10 მარტს, 15:30 საათიდან.
მისამართი: აკაკი წერეთლის გამზირი №116, "დიდუბე პლაზას" შენობა.