სტარტაპ საქართველომ “ავტომობილების ვერტიკალური პარკირების სისტემა” 90 000 ლარით დააფინანსა

426

"ავტომობილების ვერტიკალური პარკირების სისტემა" წარმოადგენს ლითონის კოსტრუქციას, რომელიც მომხმარებელს ერთი ავტომობილის ადგილზე 4, 6, 8 და 10 ავტომობილის პარკირების შესაძლებლობას აძლევს.

კონსტრუქცია "სტარტაპ საქართველოს" კონკურსში გამარჯვებულმა შპს "რევერსმა" "საქართველოს ვაგონმშენებელი კომპანიის" ბაზაზე მისი ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით და  ასევე "საპარტნიორო ფონდის" დაფინანსებით ააგო.

პარკინგის სისტემა კარგად აპრობირებულია უცხოეთის რამდენიმე ქვეყანაში და ის ავტოსადგომების განტვირთვის საუკეთესო შესაძლებლობაა. კონსტრუქციის შეძენა და შესაბამის ადგილზე განთავსება შეუძლიათ როგორც იურიდიულ, ასევე კერძო პირებს.

"ვაგონშემკეთებელ კომპანიაში" გეგმავენ, რომ უახლოეს მომავალში პარკინგის სისტემის ტევადობა 20 ავტომობილამდე გაზარდონ.

Comments
Loading...