სურამში ყოფილი სანატორიუმი “ფოლადის” ტერიტორიაზე ახალი სასტუმრო მოეწყობა

204

დაბა სურამში, ჩუმათელეთში მდებარე ყოფილი სანატორიუმი "ფოლადის" ტერიტორიაზე, წლების განმავლობაში ამორტიზირებული ინფრასტრუქტურის ნაცვლად, მალე ახალი სასტუმრო-კომპლექსი მოეწყობა. უძრავი ქონება პროექტ "50 ქონება შენი სასტუმროსთვის" ფარგლებში პირობებიან ელექტროუნლ აუქციონზე 895 000 ლარად გაიყიდა.

აუქციოინის პირობების მიხედვით მყიდველი აღნიშნულ უძრავ ქონებაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სასტუმრო – კომპლექსს მოაწყობს.

პროექტი "50 ქონება შენი სასტუმროსთვის" 2016 წლის ოქტომბრიდან მიმდინარეობს და მისი მიზანია ინვესტორებს საქართველოს მასშტაბით შესთავაზოს უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით სასტუმრო-ინფრასტრუქტურის განვითარება. შეგახსენებთ, რომ დღეის მდგომარეობით, უკვე გაყიდულია  51 313 001 ლარის ღირებულების უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა არანაკლებ 98 500 000 ლარს შეადგენს.

Comments
Loading...