27 თებერვალს, 19სთ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების სააგენტოს, ტექნოპარკში, უნივერსიტეტის – new vision სტუდენტები ეწვევიან.
სტუმრები დაათვალიერებენ ტექნოპარკის სივრცეს და გაეცნობიან სააგენტოს პროექტებსა და პროგრამებს. ასევე, ინოვაციების სააგენტოსა და New Vision-ის წარმომადგენლებს შორის დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრა, სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებისა და მემორანდუმის გაფორმების განხილვის მიზნით.
უნივერსიტეტი New Vision დაარსდა 2013 წელს. ის სტუდენტებს პიროვნების თავისუფალი განვითარების ხელშემწყობ საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს. პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტის თავისუფალ არჩევანზე – გამოიმუშაოს ძირითადი სპეციალობის ფარგლებში სასურველი კომპეტენციები და შეიძინოს დამატებითი სპეციალობა, ან მოახდინოს სხვადასხვა პროგრამის კომპონენტების თავისუფალი კონცენტრაცია.
ინოვაციების სააგენტოსა და აღნიშნულ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა საშუალებას მისცემს სტუდენტებს გაითავისონ, რა არის ინოვაცია და გაეცნონ მაღალტექნოლოგიურ პროექტებსა და დანადგარებს. ეს შესაძლობლობა განუვითარებს ახალგაზრდებს განსხვავებულად ფიქრის უნარს, რაც მომავალში გაზრდის მეტი ინოვაციური სტარტაპის შექმნის პოტენციალს.