ტექნოპარკში პროფესიული განათლების ჰაკათონი ჩატარდება

632

1 აპრილს ტექნოპარკში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ორგანიზაცია "EUHack"-ის ორგანიზებით,  პროფესიული განათლების ჰაკათონი ჩატარდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ღონისძიების მიზანია, ახალგაზრდებში კრეატიული აზროვნების განვითარება, ცნობადობის ამაღლება  ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით და სტარტაპ კომპანიების ფორმირება პროფესიული სასწავლებლების ბაზაზე.

ჰაკათონში მონაწილეობას იღებენ  განათლების სამინისტროს 14 სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები, რომლებიც მაღალტექნოლოგიურ ან ინოვაციურ პროდუქტებს ინოვაციების სააგენტოს სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიების (FabLab)  ბაზაზე შექმნიან.

პროფესიული განათლების ჰაკათონი იქნება პირველი ჰაკათონი საქართველოში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები საქართველოს ყველა კუთხიდან.

ღონისძიება ჩატარდება  სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისისა (SCO) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, აგრეთვე ჰაკათონის მხარდამჭერები იქნებიან საქართველოს ფერმერთა ასოციაცია და კომპანია "ბილაინი".

Comments
Loading...