ტრამპი NASA-ს, მთვარეზე და მარსზე გაფრენისათვის 1,6 მილიარდ აშშ დოლარს გამოუყოფს

55

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA), მთვარეზე და მარსზე გაფრენისთვის დამატებით 1,6 მილიარდ აშშ დოლარს გამოუყოფს. ამის შესახებ იგი თავის ტვიტერზე წერს.

“ჩემი პრეზიდენტობის განმავლობაში ჩვენ უნდა დავაბრუნოთ NASA-ს დიდება და უნდა დავბრუნდეთ მთვარეზე, ხოლო შემდეგ – მარსზე”, – წერს ტრამპი.

ტრამპმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ბიუჯეტში დამატებითი რესურსის დამატებას აპირებს, რათა აშშ-მა კოსმოსში დიდი დაბრუნება განახორციელოს.

მარტის დასაწყისში, The Wall Street Journal-მა შეიტყო, რომ NASA, ქვეყნის ხელისუფლებისგან, 2020 წლის ბიუჯეტში, ორგანიზაციის დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხის 500 მილიონი აშშ დოლარით გაზრდას მოითხოვდა. გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ორგანიზაცია წელიწადში 21 მილიარდი აშშ დოლარის მიღებას ელოდება.

2020 წელს, NASA, მთვარეზე კოსმოსური ხომალდ Orion-ის გაგზავნას აპირებს. ამასთან, ორგანიზაციას, რაკეტამზიდის სახით შეუძლია Space Launch System-ის (SLS) რაკეტით ისარგებლოს, რომლის შექმნაზეც კომპანია Boeing მუშაობს.

Comments
Loading...