"Dinner with Georgia"-მ ზაგრების "Tourfilm Festival"-ზე სპეციალური ჯილდო მიიღო. ჟიურის წევრებმა ნომინაციაში "საუკეთესო იდეა" ქართული ვიდეორგოლი გამოარჩიეს. კლიპი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით გადაიღეს, რომელიც 2016 წელს მეექვსმემილიონე საერთაშორისო მოგზაურის შემოსვლას მიეძღვნა.
ზაგრების საერთაშორისო ფესტივალზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 50-ზე მეტი ვიდეორგოლი და მოკლემეტრაჟიანი ფილმი იყო წარმოდგენილი.
რამდენიმე თვის წინ კანის "ლომების ფესიტვალზე" ვერცხლისა და ბრინჯაოს ლომის მფლობელი "Dinner with Georgia" გახდა.