უკრაინამ და რუსეთმა, ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმება 10 წლით გაახანგრძლივეს

48

“უკრტრანსნაფტმა” და “ტრანსნეფტმა” 3 დეკემბერს, უკრაინის ტერიტორიის გავლით ნავთობის ტრანზიტის შესახებ შეთანხმება კიდევ 10 წლით გაახანგრძლივეს. ამის შესახებ ინფორმაცის კომპანიის ოფიციალურ Facebook გვერდზე ვრცელდება.

შეთანხმება 2030 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება. მას ხელი მოაწერეს “უკრტრანსნაფტის” გენერალურმა დირექტორმა ნიკოლაი გავრილენკომ და კომპანია “ტრანსნეფტის” ვიცე-პრეზიდენტმა სერგეი ანდრონოვმა. ხელმოწერა საერთაშორისო კონფერენცია “21-ე საუკუნის ენერგეტიკის” ფარგლებში შედგა, რომელიც ზაგრებში ჩატარდა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში არის აღნიშნული, დამატებითი შეთანხმება არ ეხება კონტრაქტის საბაზისო პრინციპებს – მომსახურების გადასახადსა და ნავთობის ტრანსპორტირების ორი ოპერატორის ტექნიკური მომსახურების ურთიერთქმედებას.

Comments
Loading...