"პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველოს" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, უკრაინაში შეხვედრებს მართავს. გაიმართა აუდიენცია სამთავრობო და არასამთვრობო უწყებებთან.
"გავმართეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა. ვისაუბრეთ სახელმწიფო სერვისების განვითარებასა და თანამედროვე მოდელის დანერგვაზე. განვიხილეთ იმ რეფორმების გეგმა, რომლის დანერგვასაც ჩვენ უკრაინაში ვაპირებთ. ეს არის სახელმწიფო სერვისების დერეგულაციის სისტემა და მოქნილი, თანამედროვე სერვისების დანერგვა. მსგავსი მოდელის არსებობა, გვაძლევს ინფორმაციის სწრაფად გადაცემის საშუალებას, ამცირებს ბიუროკრატიას და მნიშვნელოვნად ზოგავს დროსა და ენერგიას.
დღეს ასევე გამვართეთ შეხვედრა, ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლებთანაც. ჯანდაცვის სისტემა საჭიროებს ფუნდამენტურ ცვლილებას. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი შეთავაზებები ამბულატორიული მიმართულებით და გაწერილი პუნქტები, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც, სისტემა გახდება მეტად ეფექტური", – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე, გიორგი ვაშაძე კიევის NDI-ს ოფისის ხელმძღვანელებს შეხვდა. განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები და ისაუბრეს ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობაზე.
Comments
Sign in
Sign in
Recover your password.
A password will be e-mailed to you.