უკრაინელი უძრავი ქონების აგენტები მარდი ჰოლდინგის ობიექტებით დაინტერესდნენ

406
მარდი ჰოლდინგი ურავი ქონების ტურის ფარგლებში უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ უძრავი ქონების სააგენტოს Xan Real Estate (http://xan.com.ua/) მასპინძლობს.
 
კომპანიის წარმომადგენლებმა უძრავი ქონების 18 აგენტისთვის პრეზენტაცია გამართეს, სადაც წარმოდგენილი იქნა, როგორც აშენებული ასევე მშენებარე კორპუსები ბათუმსა და თბილისში. პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
 
"უკრაინელები ბათუმში არა მხოლოდ დასვენებით, არამედ უძრავი ქონების ყიდვითაც არიან დაინტერესებულნი, სწორედ ამ მიზნით ვთავაზობთ თანამშრომლობას უძრავი ქონების აგენტებს. ბათუმსა და თბილისში ბინებისა და აპარტ-ოტელების გაყიდვით გარკვეული უცხოური ინვესტიცია შემოდის ქვეყანაში და გრძელვადიან ეკონომიკურ სარგებელს ორივე მხარე იღებს", – ამბობს ნათია სირაბიძე, მარდი ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორი.
 
უძრავი ქონების აგენტთა ჯგუფი ქალაქს ერთი კვირით სტუმრობს. ისინი ბათუმის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ, გაეცნობიან ქართულ სამზარეულოსა და კულტურას.
Comments
Loading...