უკრაინული ავიაკომპანია "Bravo Airways", რომელიც გასული წლის განმავლობაში კიევსა და ბათუმს შორის ჩარტერულ საჰაერო მიმოსვლას ასრულებდა, აღნიშნული მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას იწყებს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგარდი განვიტარებსი სამინისტრო ავრცელებს.
კიევი-ბათუმი-კიევის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისების შესრულებას "Bravo Airways" 17 ივნისიდან დაიწყებს. ფრენები 2 სექტემბრამდე, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს, Boeing B737 და MD83-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანიას ფრენის ნებართვა 12 აპრილს მიენიჭა.