უფასო ოფთალმოლოგიური კონსულტაციები ფოთის ჰოსპიტალში ჩატარდება

391

15 აგვისტოს  ფოთის ჰოსპიტალში  უფასო ოფთალმოლოგიური კონსულტაციები  ჩატარდება.  ოფთალმოლოგი კოკა გელენიძე უფასო კონსულტაციებს, ბიომიკროსკოპიას, მხედველობის სიმახვილის დადგენას, ტონომეტრიას და საჭიროების შეთხვევაში თვალის ფსკერის ოფთალმოსკოპიას ჩაატარებს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ევექსი ავრცელებს.

უფასო სამედიცინო კონსულტაციები 50 წელს გადაცილებულ პაციენტებისთვის ჩატარდება და სამედიცინო კონსულტაციების მისაღებად წარმოებს წინასწარი ჩაწერა ნომერზე: +995 32 2 55 05 05.

Comments
Loading...