უშგული “Wall Street Journal” ისა და “National Geographic”-ის ობიექტივში მოხვდა

406

ევროპაში ყველაზე მაღალდასახლებული სოფელი და იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი – უშგული კიდევ ერთხელ მოექცევა საერთაშორისო ავტორიტეტული მედიის ყურადღების ცენტრში. ამჯერად სვანეთის ამ ულამაზესი სოფლით და იქ მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურობით "Wall Street Journal", და "National Geographic" დაინტერესდა.

ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით დიდი ბრიტანეთიდან სქართველოს პრეს – ტური ეწვევა, ტურის ფარგლებში მომზადდება მოკლემეტრაჟიანი ფილმი და სტატია, რომლებიც "Wall Street Journal", "National Geographic" და "Star Airlines" ვებ-საიტებსა და სოციალურ მედიაში გათავსდება.

ტურში მონაწილეობას 6 სტუმარი, მათ შორის National Geographic"-ის ჟურნალისტი რობერტ რეიდი მიიღებს, რომელიც თავად ჩაერთვება სპეციალურად ამ გადაღებებისთვის ორგანიზებულ  დოღში.

ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, ჟურნალისტები ადგილობრივების ყოველდღიური ცხოვრების ამსახველ კადრებს და ერთერთ საოჯახო სასტუმროსაც გადაიღებენ.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე აცხადებს, რომ ისეთი გავლენიან გამოცემების ვებ საიტებზე, როგორიცაა "Wall Street Journal" და "National Geographic" უშგულის შესახებ დოკუმენტური ფილმის განთავსება, ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას და ცნობადობის გაზრდას, მსგავსი პროექტები ეხმარებთ პოტენციურ ტურისტებს რომ საქართველოს შესახებ ინფორმაცია მიიღონ და საკუთარი მოგზაურობა დაგეგმონ. საერთო ჯამში, კი ეს ტურისტების გაზრდილ ნაკადზე აისახება. ამიტომ ადმინისტრაცია მუდმივად ხელს უწყობს და აორგანიზებს პრეს- ტურებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

Comments
Loading...