საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსგან, 2016 წლის 11 მაისს სასწავლო-საწვრთნელ შეკრებასა და ამხანაგურ მატჩებზე მონაწილეობისთვის 334,558 ლარი მიიღო.
ეს ინფორმაცია „აიპრესს“ თავად სპორტისა და ახალაგზრდობის საქმეთა სამინისტრომ მოაწოდა. აღნიშნული თანხის ზუსტი ხარჯთაღრიცხვა, თუ რომელი სწავლების, წვრთნისა და ამხანაგური მატჩისთვის დაიხარჯა, დოკუმენტში მოცემული არ არის, მაგრამ „აიპრესი“ წარმოგიდგენთ, ქრონოლოგიურად, თუ რა დაფინანსება მიიღო სამინისტროსგან სფფ-მ ვიდრე ამ თანხას მიიღებდა სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრები გუნდების, ეროვნული და ქალთა ეროვნული გუნდების ამხანაგურ მატჩებში, ოფიციალურ შეხვედრებსა და შეკრებებში მონაწილეობის მისაღებად:
1. 16-25 იანვარს, ქ. მინსკში (ბელორუსია) საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს 17 წლამდე ნაკრების მონაწილეობა – 78, 313 ლარი (15.01.2016);
2. საქართველოს 19 წლამდე ნაკრების ამხანაგური მატჩის ბილეთები ბულგარეთის ნაკრებთან და შეკრება – 25,697,50 ლარი (25.01.2016);
3. 22-28 თებერვალს, ქ. დუბაიში (არაბეთის გაერთიანებული ემირატები) საერთაშორისო ამხანაგურ მატჩზე მონაწილეობა და შეკრება – 28, 925 ლარი (16.02.2016);
4. 28 თებერვლიდან 4 მარტის ჩათვლით ქ. პოდგორიცაში (მონტენეგრო) საერთაშორისო მატჩზე საქართველოს 19 წლამდე ნაკრები გუნდის მონაწილეობა – 37, 225 ლარი (17.02.2016);
5. 1 და 3 მარტს, სომხეთის ნაკრებ გუნდთან ამხანაგურ მატჩებზე საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრების მონაწილეობა – 35, 755 ლარი (26.02.2016);
6. ქ. თბილისში წინა სატურნირო (ელიტ რაუნდი) შეკრებაზე საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა მონაწილეობა – 18, 385 (16.03.2016);
7. 19-30 მარტს ქ. კარტაიაში (ესპანეთი) ელიტ რაუნდზე საქართველოს 19 წლამდე ნაკრები გუნდის მონაწილეობა და შეკრება – 94,103 ლარი (17.03.2016);
8. ქ. თბილისში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩზე ქ. ზესტაფონში საერთაშორისო ამხანაგურ მატჩზე და წინა სამატჩო შეკრებაზე მონაწილეობა – 103,638 ლარი – ( 23.03.2016);
9. ქ. თბილისში წინასამატჩო შეკრება და ამხანაგურ მატჩზე (ყაზახეთის ეროვნულ ნაკრებ გუნდთან) საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის მონაწილეობა – 260, 624 ლარი(29.03.2016);
10. გოგონათა ნაკრები გუნდის შეკრების ხარჯები (ლაგოდეხი) – 20,000 ლარი (01.04.2016);
11. 11-12 აპრილს ჩეხეთში ევროპის შესარჩევ შეხვედრაზე საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები გუნდის მონაწილეობის ხარჯი -58,225 ლარი (06.04.2016);
12. ბულგარეთში ფეხბურთის განვითარების ტურნირზე საქართველოს 16 წლამდე ნაკრების მონაწილეობსი ხარჯი – 50,106 ლარი (13.04.2016);
13. ქ. ალბენაში (ბულგარეთი) საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს 16 წლამდე ფეხბურთელ გოგონათა ნაკრები გუნდის მონაწილეობის ხარჯი – 50, 364 ლარი (18.04.2016);
14. საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების გერმანიასთან 2 ამხანაგური შეხვედრის და წინასამატჩო შეკრების ხარჯები – 43,012 ლარი (22.04.2016);
15. ქ. თბილისში ს/ს შეკრება და ქ. ტრნავაში (სლოვაკეთი) საერთაშორისო ტურნრიზე მონაწილეობა – 65, 340 ლარი (27.04.2016);
16. ქ. თბილისში შეკრებისა და უკრაინაში ვიქტორ ბანიკოვის სახელობის მემორიალურ ტურნირზე საქართველოს 16 წლამდე ჭაბუკთა ნაკრები გუნდის მონაწილეობა – 46,389 ლარი (11.05.2016);
17. სასწავლო-საწვრთნელ შეკრებასა და ამხანაგურ მატჩებზე მონაწილეობა – 334,558 ლარი (11.05.2016);
ჯამში, ეს თანხა 1 350 659, 5 ლარს შეადგენს, ვიდრე სფფ სამინისტროს სასწავლო-საწვრთნელ შეკრებებსა და ამხანაგურ მატჩებისთვის დამატებით თანხას მოითხოვდა, იგივე საქმეებისთვის, ფეხბურთის ფედერაციას უკვე დახარჯული ჰქონდა 1 016 101,5 ლარი;
"აიპრესი" უკვე ორი დღის განმავლობაში ცდილობს ფეხბურთის ფედერაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელთან დაკავშირებას, თუმცა ის არც ჩვენს ზარებს პასუხობს და არც სატელეფონო მესიჯებს.
სფფ-ს მიერ სახელმწიფო ფულის უფრო დეტალურ ხარჯთაღრიცხვას, „აიპრესი“ მოგვიანებით წარმოგიდგენთ.