საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი გადაცემა "საქმის კურსში" ბიზნესისა და სასამართლო სისტემის კავშირის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ჯანსაღი ბიზნეს კლიმატისთვის აუცილებელია გამართული სასამართლო სისტემა, რათა არ იქნეს გამოტანილი მიკერძოებული განაჩენები.
"ძირითადი პრობლემა ე.წ გამრუდებული სასამართლო სისტემაა, ჩვენ უფრო და უფრო მეტ კორუფციულ საქმეებს ვაწყდებით სასამართლოში. უფრო და უფრო მეტია მოსამართლე, რომელიც თავს ხელშეუხებლად გრძნობს და ძალზე მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს იღებს, ერთი მხარის საწინააღმდეგოდ მეორისთვის უპირატესობის მისანიჭებლად.
აღნიშნული ბიზნეს კლიმატზე უარყოფითად მოქმედებს და ჩვენ აღნიშნულის ანალიზი უნდა მოვახდინოთ.
ვიცნობ რამდენიმე ძალიან მაღალი დონის მოსამართლეს, პატიოსანს, მაგრამ მათ სახელსაც ჩირქი მოეცხო იმ მოსამართლეების მხრიდან, რომლებიც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ", – აღნიშნავს ფადი ასლი.