2017 წლის 4 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 84 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.300 პროცენტით, მაქსიმალური 7.650 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.510 პროცენტით განისაზღვრა.