ფინეთი თავის მოქალაქეებს, თითქმის 3 მილიარდ ევროს უკან დაუბრუნებს
ფინეთის საგადასახადო სამსახურმა ზედმეტი თანხა მიიღო, რომელიც 2,93 მილიარდ ევროს შეადგენს და აპირებს, რომ ეს თანხა ისევე უკან, მოქალაქეებს დაუბრუნოს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ფინეთის მოსახლეობა გადასახდელ საჭირო თანხაზე მეტს იხდიან, რაც გროვდება და შემდეგ მათ ეს დაგროვებული თანხა, საახალწლოდ უკან უბრუნდებათ.
მგვარად, აღნიშნული თანხა, რაც 2017 წლის განმავლობაში დაგროვდა, უკან წლის 11 დეკემბერს დაუბრუნდებათ.
აგრეთვე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკვე მომავალი წლისთვის, ფინეთში გადასახადების გადახდის პროცესი შეიცვლება და საგადასახადო სამსახური მოქალაქეების მიერ შესრულებული გადახდების შესახებ ინფორმაციას რეალურ დროში მიიღებენ. ამის შედეგად კი, თანხის უკან დაბრუნება აგვისტოში განხორციელდება.